/გიორგი გახარია სტიქიის ზონაში იმყოფებოდა

გიორგი გახარია სტიქიის ზონაში იმყოფებოდა

Spread the love

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად,  სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღებში იმყოფებოდა, სადაც 2000-მდე ადამიანია  გარესამყაროს მოწყვეტილი.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ცენტრალური მაგისტრალი, ონიდან 1 კმ-ში, შოვის მიმართულებით, ასევე სოფელ უწერასკენ მიმავალი და ღებისა და ონის გამყოფი გზები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ საფეხმავლო ბილიკებით ადგილობრივებთან ერთად ორივე სოფელი მოიარა, ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო.
პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს სოფელ ღებში დახვდნენ საგანგებო შტაბის წევრები – პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ონის მერი დავით ჩიკვაიძე, რომლებიც სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ესაუბრნენ.
გიორგი გახარიამ შტაბის წევრებს დაავალა, მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა სტიქიის გამო მათთვის შექმნილი პრობლემები უმოკლეს ვადებში გადაიჭრას.
„ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფება ადგილზე. სოფლებთან დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი. ადამიანებს, რომლებსაც სოფლებიდან გამოყვანის სურვილი ექნებათ, გამოვიყვანთ. ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება ყველა საჭირო პროდუქტით. ოთხი ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. მოხდება სოფლების მომარაგება და არანაირი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

 

 

 

 


Spread the love