/სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი სტაბილურად მიეწოდება

სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი სტაბილურად მიეწოდება

Spread the love

 

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, სტაბილურად მიეწოდება.

განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი და ჟიჟორეთის წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა

წყალუხვობის გამო ქსელის დაზიანებულ მაგისტრალთან მისვლა შეუძლებელია, ამ დროისთვის, მდინარე რიონის კალაპოტის შესაცვლელად საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები უშუალოდ ქსელის რეაბილიტაციას დაიწყებენ.

ვრცლად სტიქიის შესახებ: https://bit.ly/2DiHBMa

 

 


Spread the love