2019 წლის საჭიდაო სეზონი ჩვენი კუთხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
რუმინეთში ჩატარებულ 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ამბროლაურელმა ძმებმა – ავთანდილ (74კგ) და ნიკა (79კგ) კენჭაძეებმა გაიმარჯვეს.
პირველ ტოლაში დაბადებულმა ძმებმა ჭიდაობის ანბანი ჭრებალოს საჯარო სკოლის, საჭიდაო სექციაში ისწავლეს თამაზ მურუსიძესთან, მერე ერთ ხანს, ქუთაისში კობა ახვლედიანთანაც ვარჯიშობდნენ, ახლა კი თბილისში ცხოვრობენ, გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრში და ახლო წარსულის ცნობილ ფალავანთან, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთან, ოლიმპიური ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელ გიორგი გოგშელიძესთან ვარჯიშობენ.
ძმებ კენჭაძეებს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ კვარცხლბეგზე.