/,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი”-ხმის მიცემა სრულდება 31 ოქტომბრის 23:59 სთ-ზე

,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი”-ხმის მიცემა სრულდება 31 ოქტომბრის 23:59 სთ-ზე

Spread the love

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში USAID GGI-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი “დაგეგმე შენი ბიუჯეტი“. პროექტის მიზანია ამბროლაურის სამოქალაქო ბიუჯეტირების პოცესში მოქალაქეების მონაწილეობა.

ამჟამად მოსახლეობის მიერ წარდგენილი 18 პროექტი გამოტანილია კენჭისყრაზე. დაფინანსდება ის პროექტი, რომელიც მოიპოვებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელთა ყველაზე დიდ მხარდაჭერას.

კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ასევე, ერთ მოქალაქეს შეუძლია კენჭი უყაროს მხოლოდ ერთ პროექტს.

სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ხმები და ასევე, ერთი პირის მიერ რამდენჯერმე დაფიქსირებული ხმა ბათილდება და მხედველობაში არ იქნება მიღებული.

იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება ბევრი გაყალბებული ხმა, კომისია მოახდენს ასეთი პროექტის დისკვალიფიკაციას!

დაუჭირე მხარი შენთვის რჩეულ პროექტს და მიიღე მონაწილეობა ამბროლაურის განვითარებაში, ხმის მიცემა სრულდება 31 ოქტომბრის 23:59 სთ-ზე.

 

 

ხმის მისაცემად გადადით შემდეგ ბმულზე: https://rb.gy/9mn3yb

 

 

 

 


Spread the love