/“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” – პროექტის პრეზენტაცია

“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” – პროექტის პრეზენტაცია

Spread the love

 

 

3 ივლისს, ამბროლაურის მერიაში, გაიმართა პროექტ “დაგეგმე შენი ბიუჯეტი“-ს  პრეზენტაცია. პროექტი წელს პირველად ამბროლაურის რაიონიდან იწყება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, რომელთაც პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრნენ  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი დონაძე, CBI – საჯარო ფინანსების ექსპერტი პაპუნა პეტრიაშვილი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლაშა გოცირიძე.

პროექტის მიზანია ამბროლაურის სამოქალაქო ბიუჯეტირების პოცესში მონაწილეობის მიღება. ამისათვის საჭიროა, რომ ამბროლაურში რეგისტრირებულმა პირებმა წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები.

პროექტის წარდგენა შესაძლებელია http://ambrolauri.gov.ge ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ფორმის ონლაინ შევსებით ან/და მერის წარმომადგენლის მეშვეობით შეგიძლიათ წარადგინოთ განაცხადი.

საპროექტო წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს ოთხ კრიტერიუმს –

  1. პროექტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს
  2. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50 ათას ლარს
  3. შესასრულებელი სამუშაო უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის კონპეტენციაში. უფრო კონკრეტულად , საპროექტო წინადადება უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს:
  • გამწვანება
  • გზის, ქუჩის მოწესრიგება
  • დასუფთავების საკითხების მოგვარება
  • სარიტუალო სახლები და აღჭურვა
  • სასაფლაოების კეთილმოწყობა
  • ქუჩის განათება
  • სანიაღვრეების მოწყობა
  • პარკის, სკვერის გაშენება- მოწესრიგება
  • სპორტული მოედნების მოწესრიგება, გაკეთება
  • საბავშვო ატრაქციონების მოწყობა
  • სხვა მსგავსი ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტები
  1. მსგავსი პროექტი არ უნდა იყოს ჩასმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში

საპროექტო წინადადების მიღება უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 31 ივლისამდე.

ამის შემდეგ მოხდება საპროექტო წინადადების ღია კენჭისყრა.

ყველაზე მეტი ხმის მქონე პროექტი დაფინანსდება 2021 წლის ბიუჯეტიდან.

პროექტი ხორციელდება USAID GGI-ის მხარდაჭერით.

 


Spread the love