/,,არტრა 2020″ დასრულდა

,,არტრა 2020″ დასრულდა

Spread the love

 

რაჭაში დასრულდა თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ”არტრა 2020”,  რომელიც  ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

15 სექტემბერს ,,არტელი -რაჭის” რეზიდენციაში,  წარმოდგენილი იყო მარი ათანელის ფოტო ნამუშევრების და მამუკა ფრუიძის ფერწერული ტილოების გამოფენა.

,,ამბროლაურის ხმა” ესაუბრა მხატვარ მამუკა ფრუიძეს, რომელიც ახლახანს დაბრუნდა რუსეთიდან საქართველოში და როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა უკან დაბრუნებას არ გეგმავს და მისი სამომავლო გეგმები სრულად საქართველოს და რაჭას უკავშირდება.

მხატვარმა გამოფენა სახელწოდებით ,,დაბრუნება” არტელი რაჭის რეზიდენციაში გამართა.

ფესტივალი „არტრა-2020“–ის ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია „არტელი-რაჭა“, რომლის დამფუძნებელი გახლავთ კოტე ჯინჭარაძე.

,,არტელი რაჭა” მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭყვიშში და 15 წლის განმავლობაში ემსახურება თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და განვითარებას რაჭაში.

 

მოუსმინეთ ბმულზე: https://youtu.be/yhxjt-nNHfI

 


Spread the love