მოგესალმებით, სალომე, მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის გაზიარება, თქვენ აქტიურად მუშაობთ ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საკითხებზე, რომ გაგვიზიაროთ თქვენი საქმიანობის შესახებ მოგესალმებით, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ მინდა საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს მივაწოდო…
დღე: ოქტომბერი 7, 2022
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 2022
ჩვენი და ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობა განუყოფლად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ჯანმრთელ პლანეტაზე ჯანმრთელი საზოგადოების შექმნის აუცილებლობა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება. 2022 წელს „ჯანმრთელობის მსოფლიო დღე“ განიხილავს კავშირს ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობასა და ადამიანების, ცხოველების, მცენარეების - ყველა ცოცხალი არსების ჯანმრთელობას შორის. ტემპერატურის მატება, წყალდიდობა და ექსტრემალური ნალექი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე, იწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფებს, ართმევს ადამიანებს თავშესაფარს და საარსებო წყაროს და იწვევს იძულებით მიგრაციასა და გადაადგილებას. კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე. მაღალი ტემპერატურა აუარესებს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობას. კვლევების მიხედვით, მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ტემპერატურის ერთი გრადუსით მატება მკვდრადშობადობის 6%-ით მატებას იწვევს. კლიმატური კატასტროფებისას იზრდება სქესობრივი ძალადობის რისკიც. ამავდროულად, ადამიანის მიერ გამოწვეული ჯანმრთელობის სხვა საფრთხეები, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, ეკოსისტემის დეგრადაცია და თამბაქოს წარმოება და მოხმარება, დამატებით ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას. COVID-19-ის პანდემიის დროს წარმოქმნილმა ათი ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენმა დიდი დატვირთვა მოახდინა სამედიცინო ნარჩენების მართვის სისტემებზე და საფრთხე შეუქმნა ადამიანის და გარემოს ჯანმრთელობას. ამასთან ერთად, გლობალური საკვების უსაფრთხოება განსაკუთრებულად დიდი გამოწვევის წინაშე დგას. სასურსათო დანაკარგები და ნარჩენები, მავნებლები და დაავადებები, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნების დეგრადაცია, ჰაბიტატის განადგურება და შეიარაღებული კონფლიქტი - პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოს საკვების მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების კუთხით. დღეს, როდესაც საქართველო პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს უმკლავდება „ჯანმრთელობის მსოფლიო დღის“ კამპანია გვახსენებს, რომ ინოვაციური იდეები და ახალი გზებია საჭირო იმისათვის, რომ შევძლოთ იმ სფეორების აღდგენა, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალდა. ჩვენ გვჭირდება აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნა, მდგრადი სოფლის მეურნეობის, სატყეო და მეთევზეობის პრაქტიკის ხელშეწყობა და სისტემური გადასვლა მწვანე ენერგიისა და ნულოვანი ემისიებზე. ჩვენ გვჭირდება სამყარო, რომელიც უფრო სუფთა, ჯანსაღი და მდგრადია. მიუხედავად იმისა, რომ არამდგრადი ქმედებებით ადამიანებს წვლილი შეაქვთ გარემოს დეგრადაციაში, ჩვენ უნდა გავხდეთ პრობლემის გადაწყვეტის ნაწილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობის უდიდეს საფრთხეს - კლიმატის ცვლილებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას დაეხმაროს საქართველოს მდგრადი და ჯანმრთელი საზოგადოების შექმნაში. „ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს“, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, შექმნან სამყარო, სადაც სუფთა ჰაერი, წყალი და საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, სადაც ეკონომიკა ორიენტირებული იქნება პლანეტისა და ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, და სადაც ჯანსაღი, ადამიანებზე ორიენტირებული ქალაქები, სოფლები და თემები შექმნიან სათანადო პირობებს ადამიანებისთვის უკეთესი ცხოვრებისთვის. დავიცვათ ჩვენი პლანეტა და ჩვენი ჯანმრთელობა. პლანეტა B არ არსებობს.