31 აგვისტოს მონაცემებიᲗ საქარᲗველოᲨი კორონავირუსის 4778 ახალი შემთხვევა…

31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4778 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამასთან, გარდაიცვალა 79 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,92%. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კოვიდის 49 ათასამდე აქტიური შემთხვევაა. ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43…

4 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით…

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ…

15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.  შეზღუდვა შეეხება როგორც სკოლებს, ისე უმაღლეს სასწავლებლებს.  4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ კერძო და სახელმწიფო ბაღები.  განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, 4…

პირველი სექტემბრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ერთი თვის განმავლობაში…

პირველი სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა. მათივე ცნობით, პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან: საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული…

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით,…

მაშინ, როცა ევროპის რეგიონში, სადაც  ფართოდაა გავრცელებული კორონავირუსის დელტა შტამი, მილიონობით სკოლის მოსწავლე სკოლებს უბრუნდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებს, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმუმამდე დაყვანისთვის საჭირო ზომების მიღებით. აღნიშნული ზომები მოიცავს  ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამის გარდა, უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით. “პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის ისეთი კატასტროფული შეფერხება, როგორიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში. ბავშვთა განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური უნარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ბედნიერები და საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ“, განმარტა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს ჰენრი კლუგემ. “გარკვეული პერიოდის შემდეგ პანდემია დავიწყებას მიეცემა, თუმცა მანამდე ჩვენი მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განათლების მიცემა უნდა იყოს. არ უნდა წავართვათ ის შესაძლებლობები, რასაც იმსახურებენ. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, სკოლები არ დაკეტონ, ხოლო ყველა სკოლას მოვუწოდებთ, აამოქმედონ კორონავისურისა და მისი სხვადასხვა ვარიანტების გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭირო ზომები.” ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდა „დელტა“ ვარიანტისგან დასაცავად სწრაფად გავრცელებადმა  „დელტა“ ვარიანტმა  წლევანდელ სასწავლო სეზონს ახალი გამოწვევები გაუჩინა. საზოგადოებაში კორონავირუსის შემთხვევების მატება სკოლაში მისი გავრცელების ალბათობასაც ზრდის. შესაბამისად, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ვირუსის გავრცელების შემცირებაში. არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დაავადებისა და სიკვდილის რისკებს. ამიტომაც როცა ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ყველა უნდა აიცრას და ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი. „ვაქცინაცია ვირუსისგან ჩვენი დაცვის საუკეთესო საშუალებაა. პანდემიის დასასრულებლად სწრაფად და თანაბრად უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მასშტაბი ყველა ქვეყანაში. ეს გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის წარმოების მხარდაჭერას, ვაქცინის დოზების გაზიარებას და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარებას. ასევე უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აპრობირებული ზომების გატარება, როგორიცაა ტესტირება, იდენტიფიცირება, მიკვლევა, იზოლირება და კარანტინში მოთავსება,“ აღნიშნა ჰანს კლუგემ. სკოლების უსაფრთხოება მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა შორენა ხმალაძე ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა. „ახლა ჩვენი, მასწავლებლების პასუხისმგებლობა განათლების გადაცემასთან ერთად ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვაც გახდა. სრულფასოვანი და კარგი განათლებისთვის აუცილებელია, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნების არ გვეშინოდეს“, აღნიშნა მან. „მჯერა, თითოეული ჩვენგანი იაზრებს ამას და ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში."  გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილემ ფილიპე კორიმ თქვა: „პანდემია არ დასრულებულა. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენს რეგიონში სკოლები გაიხსნას. დაუშვებელია, ბავშვები და მოზარდები დადგნენ იმ რისკის წინაშე, რომ კიდევ ერთი სასწავლო წელი გაუცდეთ. ვაქცინაცია და დამცავი ზომები ერთად დაგვეხმარება იმაში, რომ აღარ მოგვიწიოს პანდემიის ბნელ დღეებში დაბრუნება, როცა ადამიანებს ჩაკეტვის, ბავშვებს კი სასწავლო პროცესის შეფერხების ატანა უწევდათ.“ „ბავშვები პანდემიის ჩუმი მსხვერპლია და ყველაზე დაუცველმა ჯგუფებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს. კორონავირუსის პანდემიამდე რეგიონის ყველაზე დაუცველი ბავშვები სკოლაში ისედაც არ დადიოდნენ, ან თუ დადიოდნენ, თავიანთ თანატოლებს სწავლაში ჩამორჩებოდნენ.“ „სკოლა გაცილებით მეტია, ვიდრე შენობა. ეს არის სწავლის, უსაფრთხოებისა და თამაშისთვის განკუთვნილი ადგილი ჩვენს საზოგადოებაში. როცა სკოლები იკეტება, ბავშვები მოკლებულნი არიან სწავლისა და მეგობრებთან ერთად ყოფნის შესაძლებლობას და სახლში ყოფნისას შესაძლოა ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. პანდემიამ ისედაც მიუღებელი სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სკოლები გაიხსნას და დარჩეს ღია უსაფრთხოების ნორმების დაცვით.” ექსპერტების რეკომენდაციები სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და იუნესკომ დაამტკიცეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ტექნიკური მრჩევლების ჯგუფის მიერ  კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რვა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები განკუთვნილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის და ითვალისწინებს შემდეგს: 1.      სკოლა უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ბოლო, რომელიც დაიხურება. 2.      შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია. 3.      შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები. 4.      დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა. 5.      დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები. 6.      გაუმჯობდეს სასკოლო გარემო. 7.      ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 8.      აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ. 

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 411 ტესტი, მათ შორის ანტიგენის…

26 – 27 აგვისტოს კორონავირუსის მონაცემები ონის მუნიციპალიტეტში

26 - 27 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა. ქალაქი ონი - 11 სოფლები: ღები - 2, გლოლა - 7, უწერა - 1, საკაო - 1, ღარი - 4, წმენდაური - 2, ჭალა…

25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა,…

25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე, – ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი. „25…

საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა…

საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47…

22 – 23 აგვისტოს კორონავირუსის მონაცემები ონის მუნიციპალიტეტში

22 - 23 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა. ქალაქი ონი - 13 სოფლები: ღები - 3, უწერა - 2, ნაკიეთი - 1, საკაო - 2, ღარი - 6, ცხმორი - 5, სორი…