/საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 411 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, „პისიარ“ ტესტით – 9 106.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 8,94 %, ბოლო 14 დღის – 10,44 %, ბოლო შვიდი დღის – 10,04 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 545 033 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 488 661 გამოჯანმრთელდა, 7 329 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 164 402 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670.

კარანტინის რეჟიმშია 103, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 660 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 864 პირი.

გუშინ, 29 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 669 შემთხვევა გამოვლინდა, 6 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა.


Spread the love