საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში 19 857 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 158 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 6 407 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 2 862; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები  1420.

ონში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ონის მუნიციპალიტეტში, დღეს 20 ოქტომბერს კორონავირუსი სამი ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა. ამბროლაურის ხმა"-ს ეს ფაქტი ონის საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნონა ბაკურაძემ დაუდასტურა.  მოძიებულია ყველა კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.