მაშველებმა მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს. ჯერჯერობით არ მომხდარა ცხედრის იდენტიფიცირება, თუმცა, სავარაუდოდ, ის “ბაუჰაუსის” მეორე დაკარგული თანამშრომელია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, რამდენიმე საათის წინ მტკვარში ახალგაზრდა ქალის ცხედარიც იპოვეს. შსს-მ უკვე დაადასტურა, რომ ის ორი დღის წინ დაკარგული, “ბაუჰაუსის” თანამშრომელი გოგონაა.
შეგახსენებთ, რომ ბარ “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომელი 2 დღის წინ უკვალოდ გაუჩინარდა.