/მტკვარში ნაპოვნი ცხედარი “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალია

მტკვარში ნაპოვნი ცხედარი “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალია

Spread the love

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მტკვარში ნაპოვნი ცხედრის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა.
პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.
საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Spread the love