საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 542 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 510 შემთხვევა, მათ შორის 264 589 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 499-ია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 34 933 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 23 966, პისიარტესტი – 10 967.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,07 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,07 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,76 პროცენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 332 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 481, კლინიკურ სასტუმროში რჩება 164 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 270510 , ბოლო 24 საათში – 373
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 264589 , ბოლო 24 საათში – 542
- მათ შორის გარდაცვლილი – 3499 , ბოლო 24 საათში – 14
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34933, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23966, PCR ტესტით – 10967
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,07%, ბოლო 14 დღის – 2,07%, ბოლო 7 დღის – 1,76%
- კარანტინის რეჟიმში – 332
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1481
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 164