/საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 542 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 510 შემთხვევა, მათ შორის 264 589 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 499-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 34 933 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 23 966, პისიარტესტი – 10 967.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,07 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,07 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,76 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 332 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 481, კლინიკურ სასტუმროში რჩება 164 პირი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 270510 , ბოლო 24 საათში – 373
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 264589 , ბოლო 24 საათში – 542
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3499 , ბოლო 24 საათში – 14
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34933, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23966, PCR ტესტით – 10967
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,07%, ბოლო 14 დღის – 2,07%, ბოლო 7 დღის – 1,76%
  • კარანტინის რეჟიმში – 332
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1481
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 164

Spread the love