სოფელ ჟონეთთან ნამახვანის კასკადის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება, 99-ე ღამე ღია ცის ქვეშ, მოთხოვნით ,,დატოვოს რიონის ხეობა კომპანია ენკამ”.
შეგახსნებთ, რომ გუშინ 30 იანვარს, პოლიციის თანამშრომლებმა მშენებლობის ადგილიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ აღმართული ჯვარი აიღეს და კარავი რომელშიც აქციის მონაწილეები 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ დაშალეს. მათივე განმარტებით ჯვარი და ასვე კარავი ინვესტორი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე იყო განთავსებული.
ასვე მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის” 7 თებერვალს, 13 საათზე სოფ. ნამოხვანში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.
ჟონეთში, ჯვირის დემონტაჟთან დაკავშირებით, განცხადება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა
მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში.”- ვკითხულობთ განცხადებაში
წყალტუბოს მუნიციალიტეტის მერია ასევე მიმართავს აქციის მონაწილეებს – ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გაცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს.”