/ნამახვანის კასკადის წინააღმდეგ  აქცია გრძელდება 

ნამახვანის კასკადის წინააღმდეგ  აქცია გრძელდება 

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

სოფელ ჟონეთთან ნამახვანის კასკადის  საწინააღმდეგო აქცია გრძელდება,  99-ე ღამე ღია ცის ქვეშ, მოთხოვნით ,,დატოვოს რიონის ხეობა კომპანია ენკამ”.

შეგახსნებთ, რომ გუშინ 30 იანვარს, პოლიციის თანამშრომლებმა  მშენებლობის ადგილიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ აღმართული ჯვარი აიღეს და  კარავი რომელშიც  აქციის მონაწილეები 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ დაშალეს. მათივე განმარტებით ჯვარი  და ასვე კარავი ინვესტორი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

ასვე მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის” 7 თებერვალს, 13 საათზე  სოფ. ნამოხვანში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.

ჟონეთში, ჯვირის დემონტაჟთან დაკავშირებით, განცხადება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა

,,… ბოლო პერიოდის მანძილზე, მშენებლობის პროცესს თან ახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ცდილობენ.გუშინ, 30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა.  

მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში.”- ვკითხულობთ განცხადებაში

წყალტუბოს მუნიციალიტეტის მერია ასევე მიმართავს აქციის მონაწილეებს – ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გაცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს.”