საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 796-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი.
10 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 239780 , ბოლო 24 საათში – 551
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 226215 , ბოლო 24 საათში – 880
- მათ შორის გარდაცვლილი – 2796 , ბოლო 24 საათში – 23
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 7898, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4371, PCR ტესტით – 3527
- კარანტინის რეჟიმში – 506
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3929
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 722