/ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა

Spread the love

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 796-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი.

10 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 239780 , ბოლო 24 საათში – 551
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 226215 , ბოლო 24 საათში – 880
  • მათ შორის გარდაცვლილი – 2796 , ბოლო 24 საათში – 23
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 7898, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4371, PCR ტესტით – 3527
  • კარანტინის რეჟიმში – 506
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3929
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 722

Spread the love