საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 161 681 გამოჯანმრთელდა, 1 839 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 191063 , ბოლო 24 საათში – 1337
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 161681 , ბოლო 24 საათში – 3498
- მათ შორის გარდაცვლილი – 1839 , ბოლო 24 საათში – 49
- კარანტინის რეჟიმში – 986
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6912
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2886