/საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 161 681 გამოჯანმრთელდა, 1 839 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 191063 , ბოლო 24 საათში – 1337
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 161681 , ბოლო 24 საათში – 3498
  • მათ შორის გარდაცვლილი – 1839 , ბოლო 24 საათში – 49
  • კარანტინის რეჟიმში – 986
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6912
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2886

Spread the love