გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს.
გარდაცვლილია 215 ადამიანი.
ბოლო მონაცემები საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 30303
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 11370
- მათ შორის გარდაცვლილი – 215
- კარანტინის რეჟიმში – 3769
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3832
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2249
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41