/საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 215 ადამიანი.

ბოლო მონაცემები საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 30303
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 11370
  • მათ შორის გარდაცვლილი – 215
  • კარანტინის რეჟიმში – 3769
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3832
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2249
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41