,,ცხრაჯვარი” საქართველოში ცნობილი ტურისტული ლოკაციაა , ის ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.
ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოები ყოველდღიურად ხორციელდება და გზის დიდ ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი.
პროექტის ღირებულება, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად 2 მილონი ლარია.
პროექტით გათვალისწინებულია ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ საავტომობიო გზის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარის და გარეგანათების მოწყობა. აგრეთვე, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა–ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა.
პროექტი პარკინგის და გადასახედის მოწყობასაც ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა.
წყარო: ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია