/ცხრაჯვარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ცხრაჯვარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

Spread the love

 ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო, ინფორმაციას ამის შესახებ ტყიბულის და თერჯოლის მაჟორიტარი დებუტატის – ელგუჯა გოცირიძის  Facebook გვერდი აქვეყნებს.
პროექტს ტყიბულის მუნიციპალიტეტი ანხორციელებს და მისი  ღირებულება 1 997 896 ლარია.
ამ ეტაპისთვის, გზის გაფაროთოების მიზნით, ერთ კილომეტრამდე მონაკვეთი გაიწმინდა და ჩამოიჭრა მიწის საფარი.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება 3.618 კმ საავტომობილო გზის ორფენიანი(6+4) ასფალტის საფარით რეაბილიტაცია. მოეწყობა ლითონის მილები, რკ/ბეტონის კიუვეტები, რკ/ბეტონის კედლები, მიერთებები და გარე განათება.

Spread the love