/არ დაწვა ფოთლები!

არ დაწვა ფოთლები!

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

ფოთლების დაწვა გავრცელებული მიდგომაა ჩვენს საზოგადოებაში, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა სამწუხაროდ არც კი იცის რომ ფოთლების წვა მავნე ნივთიერებას გამოყოფს, რომ იგი აბინძურებს როგორც ჰაერს და ნიადაგს,  წვის შედეგად გამოყოფილი ბოლი, სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანრმთელობას და ეკოლოგები ამ ბოლს „ბიოლოგიურ იარაღს“ უწოდებენ.

ბოლში დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობა 300-ჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციას, იგი მეტ ზიანს იძლევა, ვიდრე გამონაბოლქვი აირები!

 მცენარეული ნარჩენის ბოლი  ხელსუწყობს მავნე დაავადებებს, როგირიცაა სიმსივნე და ასთმა, მოქმედებს ემბრიონზე, ბავშვი იბადება თანდაყოლილი მანკით და სხვადასხვა დაავადებებით.

გარდა ამისა ხშირად მცენარეულ ნარჩენებს (ფოთლებს) ურევენ პოლიეთილენის პარკებსა და ბოთლებს, რომლებიც აუარესებს გამონაბოლქვს და წარმოქმნის მთელ რიგ ტოქსინებს, კარცეროგენებს ეს ყველაფერი კი იწვევს ცენტრალური ნერვიული სისტემის დარღვევას და ასევე ღვიძლის დაზიანებას. 

ნარჩენების მართვის კოდექსის 35 მუხ. 1 ნაწილით ეს ქმედება დასჯადია 200 ლარით. ფოთლების ან სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვის შემთხვევაში მოქალაქეებმა დარღვევის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უნდა აცნობოთ, ცხელი ხაზის ნომერზე – 153.