ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 253 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge–ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარიდანაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე მათგან მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და ისინი მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდნენ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 11 271;
- გამოჯანმრთელებულია – 6 119;
- მათ შორის გარდაცვლილია – 78;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 971;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.