/საქართველოში კორონა ვირუსის 519 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონა ვირუსის 519 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 253 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.geზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარიდანაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე მათგან მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და ისინი მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდნენ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 11 271;
  • გამოჯანმრთელებულია – 6 119;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 78;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 971;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

 

 


Spread the love