როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რაჭაში ჩამოსულ ორ პიროვნებას კორონავირუსი დაუდასტურდა, მიმდინარეობდა კონტაქტების მოძიება და ტესტირება.
სულ ცოტახნის წინ ამ საკითხზე, ,,ამბროლაურის ხმა” ესაუბრა ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგ – ნატო დვალას:
,,ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 13 პირის ნაცხი და ყველას პასუხი არის უარყოფითი, ეს გახლდათ ძალიან ახლო კონტაკტში მყოფი ადამიანები..
პირველადი ტესტით ყველა პასუხი უარყოფითია, რა თქმა უნდა ისინი 12 დღეს იზოლაციაში გაატარებენ და ამის შემდეგ ისევ ჩაუტარდებათ განმეორებითი ტესტი”
შეგახსენებთ, რომ დაინფიცირების შემთხვევა ერთი თბილისის, ხოლო მეორე ქუთაისს ეკუთვნის, რაჭაში მხოლოდ კონტაქტები დაფიქსირდა.
გარეკანის ფოტო: georgian travel guide