/რაჭაში შემოსულ ორ პიროვნებას კორონავირუსი დაუდასტურდა

რაჭაში შემოსულ ორ პიროვნებას კორონავირუსი დაუდასტურდა

Spread the love


 

რაჭაში ჩამოსულ ორ პიროვნებას კორონავირუსი დაუდასტურდა, როგორც ჩვენთვის ცნობილია მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

დაინფიცირების შემთხვევა ერთი თბილისის, ხოლო მეორე ქუთაისს ეკუთვნის, რაჭაში მხოლოდ კონტაქტები დაფიქსირდა.

,,ამბროლაურის ხმა” ესაუბრა ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგ – ნატო დვალას:

,,დაფიქსირდა ორი დაინფიცირებულის შემოსვლა რაჭაში, ერთი ეს არის ქუთაისიდან და მეორე კი თბილისიდან.  ჯერ–ჯერობით ადგილობრივს არავის არ დაფიქსირებია კორონავირუსი. დადგენილია კონტაქტები რაჭაში, ერთი  დაინფიცირებული იმყოფებოდა  სოფელ ზედა შავრაში,  მეორე კი სოფელ წკადისში. 

დადგენილია კონტაქტები და ეს პიროვნებები უკვე გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში, ხოლო 12 დღის შემდეგ ჩაუტარდებათ ტესტირება. ” 


Spread the love