სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ამბროლაურის რეგიონულ ლაბორატორიაში მიმდინარეობს განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველთა დაავადებებისა და სხვა არაინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა.
ამროლაურის ლაბორატორიაში მიმდინარეობს:
• რძის გამოკვლევა მასტიტზე (კალიფორნიული ტესტით);
• რძის გამოკვლევა ბრუცელოზზე (რგოლური რეაქციით);
• სისხლის შრატის გამოკვლევა ბრუცელოზზე;
• სისხლის შრატის გამოკვლევა ბრუცელოზზე (FPA);
• ღორის ხორცის გამოკვლევა ტრიქინელოზზე;
• წვრილფეხა ცხოველის და ფრინველის პათანატომიური კვეთა.
2020 წლის მონაცემებით ლაბორატორიაში ჩატარდა 200 კვლევა, საიდანაც დადებითი მაჩვენებლები მხოლოდ 61 ნიმუშზე აღმოჩნდა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ამბროლაურის ლაბორატორია
მისამართი: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭა #2
ტელ: +995 599221940
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე – http://sla.gov.ge/Ge/Tariffs