/ცხოველთა დიაგნოსტიკა ამბროლაურის რეგიონულ ლაბორატორიაში

ცხოველთა დიაგნოსტიკა ამბროლაურის რეგიონულ ლაბორატორიაში

Spread the love

 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ამბროლაურის რეგიონულ ლაბორატორიაში მიმდინარეობს განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველთა დაავადებებისა და სხვა არაინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა.

ამროლაურის ლაბორატორიაში მიმდინარეობს:

• რძის გამოკვლევა მასტიტზე (კალიფორნიული ტესტით);

• რძის გამოკვლევა ბრუცელოზზე (რგოლური რეაქციით);

• სისხლის შრატის გამოკვლევა ბრუცელოზზე;

• სისხლის შრატის გამოკვლევა ბრუცელოზზე (FPA);

• ღორის ხორცის გამოკვლევა ტრიქინელოზზე;

• წვრილფეხა ცხოველის და ფრინველის პათანატომიური კვეთა.

2020 წლის მონაცემებით ლაბორატორიაში ჩატარდა 200 კვლევა, საიდანაც დადებითი მაჩვენებლები მხოლოდ 61 ნიმუშზე აღმოჩნდა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ამბროლაურის ლაბორატორია

მისამართი: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭა #2

ტელ: +995 599221940

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე – http://sla.gov.ge/Ge/Tariffs


Spread the love