ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში-ლაჯანაში და ლეშკადაში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა.
„ამბროლაურის ხმასთან“ საუბრისას ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განაცხადა, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტიში, კოვიდ 19-ით დაინფიცირებული ადამიანები ორ სოფელში აღმოჩნდენ.
„სოფლებში ლაჯანასა და ლეშკედაში, კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა, ამ წუთებში ორივე სოფელში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ტარდება ტესტირება. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ თბილისში ახლობლის ქორწილში. ”, – განაცხადა თეა გურგუჩიანმა.