/მიიღებენ თუ არა ბაღის აღსაზრდელები საკვებს კვლავ სახლში

მიიღებენ თუ არა ბაღის აღსაზრდელები საკვებს კვლავ სახლში

Spread the love

 

 

თბილისის მერმა, კახი კალაძემ მუნიციპალიტეტების მთავრობის სხდომაზე განაცხადა,რომ ბაღის აღსაზრდელები სწავლის დაწყებამდე საკვებს კვლავ სახლში მიიღებენ.

„მინდა ჩემს მოადგილეს დავავალო, რომ 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გავაკეთოთ საკვებით უზრუნველყოფა ბაღის აღსაზრდელებისათვის, როგორც ეს პანდემიის პირობებში გვქონდა.

გაკეთდეს ისე, როგორც იყო წინა შემთხვევაში, საკვები იყოს ჩალაგებული შესაბამის პარკებში და მშობლებს ჰქონდეთ შესაძლობლობა საკვები სახლში წაიღონ და ბავშვებს მოუმზადონ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოში საბავშვო ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება.

ხოლო, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ  განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება.

 


Spread the love