/საბავშვო ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება

საბავშვო ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

 

 

საბავშვო ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მშობელმა ბავშვი ბაღის წარმომადგენელს შესასვლელში უნდა ჩააბაროს, გამოყვანისას კი 10 წუთით ადრე უნდა დარეკოს და ბავშვი ასევე შესასვლელში უნდა ჩაიბაროს.

“იკრძალება მშობლების შესვლა ბაღის შენობაში, ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შესაბამისად, შემდგომი პროცედურების განხორციელება.

გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან რომელიმე თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა.

წესდება შეზღუდვები ბავშვის ბაღიდან გამოყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან მშობელი ვერ შევა შენობაში, მინიმუმ 10 წუთით ადრე [უნდა] განახორციელოს ზარი ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და შესასვლელში მოხდეს ბავშვის გაყვანა.

განსაზღვრულია შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა იყოს გადანაცვლებული. ჯგუფებში ირკძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან და აკრძალულია ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომლის დეზინფექცია რთულია”, – განმარტა ფერაძემ.

მისი თქმით, დღეს სრულად შეჯერდება რეკომენდაციები, ასევე სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე შემოწმდება ბაღები და გადამზადდებიან ძიძები.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოში საბავშვო ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება.