რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.