/არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა

არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა

 

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.