წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, სტაბილურად მიეწოდება.
განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი და ჟიჟორეთის წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა
წყალუხვობის გამო ქსელის დაზიანებულ მაგისტრალთან მისვლა შეუძლებელია, ამ დროისთვის, მდინარე რიონის კალაპოტის შესაცვლელად საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები უშუალოდ ქსელის რეაბილიტაციას დაიწყებენ.
ვრცლად სტიქიის შესახებ: https://bit.ly/2DiHBMa