/მოხალისეები სავალი გზის ნაწილს ასუფთავებენ

მოხალისეები სავალი გზის ნაწილს ასუფთავებენ

Spread the love

 ონის მუნიციპალიტეტში სტიქია დაახლოებით დილის 5 საათზე უხვი ნალექის გამო დაიწყო.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.
ონის სათავე ნაგებობებიდან გამოდის ორი ცენტრალური მაგისტრალი. ერთი მაგისტრალი დაზიანებული არ არის და ქალაქს წყალი მიეწოდება. . სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანეს ის მოქალაქეები, ვინც დახმარებას ითხოვდა და ამ დროისთვის არც ერთ სოფელში ევაკუაციასთან დაკავშირებული პრობლემა არ არის.
ადგილზე მობილიზებულები არიან საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები და მეხიდეები.
პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით საპროექტო გადაწყვეტებზე იმუშავებენ როგორც პირველადი რიგის საპროექტო გადაწყვეტილებები ასევე, შემდგომი პრევენციის იქნება შემუშავებული.ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
ხელისუფლებასთან ერთად გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია მოსახლეობა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, გლოველი მოხალისეები ასუფთავებენ სავალი გზის ნაწილს.

 

ფოტო მარი ბარდაველიძე


Spread the love