/დაზიანებული გზები და გარე სამყაროს მოწყვეტილი ხალხი

დაზიანებული გზები და გარე სამყაროს მოწყვეტილი ხალხი

Spread the love

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილე გიორგი წერეთელი.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით.
„დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.  უკვე დაწყებულია სპეციალური ტექნიკის მობილიზება“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 118 მონაკვეთზე (სოფ.ნაკიეთი) უხვი ნალექის შედეგად ჩაწყდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების ცნობით, ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 17 მონაკვეთზე (სოფ.ჟონეთი) უხვი ნალექის შედეგად სავალ ნაწილზე გადმოსულია მდ.რიონი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

 


Spread the love