/სოფელ გლოლადან გამოყვანილია დამატებით 30-მდე მოქალაქე, მათ შორის 3 მცირეწლოვანი

სოფელ გლოლადან გამოყვანილია დამატებით 30-მდე მოქალაქე, მათ შორის 3 მცირეწლოვანი

Spread the love

რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების უშუალო კოორდინაციით ხორციელდება.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე – რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის როგორც ადგილობრივი მაშველები, ასევე თბილისის განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მაშველები.
 სოფელ გლოლადან ვერტმფრენით გამოყვანილია დამატებით 30-მდე მოქალაქე, მათ შორის 3 მცირეწლოვანია.
მათი ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი სოფლის დამსვენებელი. ამასთან, სტიქიის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებს, საჭიროების შესაბამისად, ადგილზე მიეწოდათ მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.
„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. ამ დროისათვის, მამისონის 118-ე კილომეტრზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს სამუშაო დამატებითი ტექნიკის გადასასროლად, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს”, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისათვის, მამისონის 118-ე კილომეტრზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს სამუშაო დამატებითი ტექნიკის გადასასროლად, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა – ექსკავატორები, ბულდოზერები. საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება რეგიონში არსებული 5 ერთეული მძიმე ტექნიკა.
არსებული მონაცემებით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი ავარიულ რეჟიმში მიეწოდება და წყალმომარაგების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო ჩავიდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.

 


Spread the love