/ონის მუნიციპალიტეტში 400 აბონენტს წყალი არ მიეწოდება

ონის მუნიციპალიტეტში 400 აბონენტს წყალი არ მიეწოდება

Spread the love

28 ივლისს, მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა პირველადი ინფორმაციით დააზიანა 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და  შიდა სასოფლო გზები.
სტიქიამ ასევე დააზიანა ონის მუნიციპალიტეტში ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები.
უკვე დაწყებულია სტიქიის შედეგად, წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც ადგილზე კოორდინაციას გაუწევს   გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია.
მუნიციპალიტეტის 400 აბონენტს სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდება, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.
რამდენიმე ადგილზე გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

 

 


Spread the love