/თამარ მეფის მოგზაურობა გლოლაში

თამარ მეფის მოგზაურობა გლოლაში

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

 

 

ლეგენდის თანახმად, რაჭაში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, თამარ მეფე სოფელ გლოლაში შეჩერებულა. მეფის ამალას ჯორები დაჰკარგვია და დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვეძაზე (მომჟაო, მინერალური წყალი) უპოვნიათ.

მჟავე წყალი მეფისთვის თასით მიურთმებიათ. თამარს წყალი და  ულამაზესი გარემო ისე მოსწონებია, მისი ბრძანებით გორაკზე ეკლესიაც აუგიათ.

ეკლესიის აგების შემდეგ საჭირო იყო იქ ვინმე დარჩენილიყო. ერთ ბერს დარჩენის სურვილი გამოუთქვამს, თუმცა წინასწარ ცოლის შერთვა უთხოვია. ბერთან ერთად მისი მოსამსახურე ბიჭი და ბერის ბიძა დარჩენილან.

ბერის შთამომავლები, ლეგენდის მიხედვით, ბერიშვილებად იწოდებიან.

ბიჭის შთამომავლები – ბიჭაშვილებად, ხოლო ბერის ბიძის შვილები – ბიძიშვილებად.

აღსანიშნავია რომ გლოლის მოსახლეობის უმეტესობა, დღესაც ამ გვარს ატარებს.

გლოლის დაარსების შესახებ სხვა თქმულება-გადმოცემებიც არსებობს, მაგრამ მათ შორის, უფრო დამაჯერებელი და მეცნიერულად , მისი სვანური წარმომავლობა უნდა იყოს.

„ღები , ერთადერთი მაგალითი როდია, სოფელთა სვანურად სახელწოდებისა რაჭის მაზრაში… სოფელი გლოლა / სვანურად – გლოლა დაფერდება, მოფერდო/ ადგილია“ წერს ბ. ნიჟარაძე.

გლოლის სვანური წარმომავლობის  ცნობას იზიარებს სერგი მაკალათიაც.

 

ასევე თქვენ დაგაინტერესებთ , თამარ მეფის მოგზაურობა რაჭაში