/თამარ მეფის ნაკვალევი რაჭაში

თამარ მეფის ნაკვალევი რაჭაში

Spread the love

 

 

რაჭის ულამაზეს ხეობებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ლუხუნის ხეობაა. გზის ქვედა მხარეს ნასოფლარი „საფუტკრია“ მდებარეობს, ხოლო შემდეგ გზას სოფელ ლიხეთამდე მივყავართ, სადაც გზად მდუმარე კლდეები, მოშრიალე ხეები და მორაკრაკე ღელეები გვეგებებიან.

სოფელ ლიხეთში არის ყოფილი მონასტრის, მეჭვრეთის ნანგრევები.

მეჭვრეთის მონასტრის წმინდა გიორგის ძველი ტაძრის აგება VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება და ერთ–ერთი უძველესია რაჭაში. ამბობენ, აქ ძველად დედათა მონასტერი უნდა ყოფილიყო.

1929 წელს ეკლესია დაუნგრევიათ და მასალა ლიხეთის სკოლის ასაშენებლად გამოუყენებიათ.

ლეგენდის თანახმად, თამარ მეფე ოთხ წლამდე სწორედ მეჭვრეთისა და სორის წმინდა გიორგის უგუმბათო ტაძარში იზრდებოდაო.

თამარის სახელს უკავშირდება შუა საუკუნოვანი ციხესიმაგრის, მინდა ციხის აგება.

ლიხეთისა და სორისაკენ მიმავალი გზების შესაყართან, მდ. რიონის მარჯვენა და მდ. ლუხუნის მარცხენა სანაპიროებს შორის არსებულ მაღალ კლდოვან კონცხზე, თამარს უბრძანებია „აი, აქ მინდა ციხე“.

ლეგენდის სისწორეს ადასტურებს ციხის დღემდე შემორჩენილი ნანგრევები.

 

 

 

 

 


Spread the love