სტრასბურგის სასამართლომ ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის…

  2014 წელს ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო პრევენციული ზომები ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დასაცავად და არ გამოიძია პოლიციის უმოქმედობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ.…

კრედო ბანკი ფინკა ბანკის საქართველოს აქციების 100% წილის…

  კრედო ბანკმა FINCA Microfinance Cooperatief U.A. -თან აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც იგი ფინკა ბანკი საქართველოს აქციების 100% წილის მფლობელი გახდა. ტრანზაქცია სრულიად შეესაბამება კრედო ბანკის მისიას უზრუნველყოს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა…

ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს

აღნიშნული ინიციატივა ჯერ კიდევ აპრილში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში იყო გაცხადებული. დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ საკუთარ მანქანაში სიგარეტის მოწევა იმ შემთხვევაში უნდა იყოს კანონდარღვევა, თუ მანქანაში არასრულწლოვანიც იქნება.…

ხალხური საᲦამოები Ჩვენებურები ონᲨი

  ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი ,,ხალხური საღამოები“ იწყება! რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საკაოში 3 ივლისს, 19:00 საათზე ანსამბლი ჩვენებურები - Chveneburebi მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგება რაჭველი მსმენელის წინაშე. ფესტივალის ფარგლებში 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3…

კორონავირუსის მიმდინარე სტატისტიკა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

დღეს, 1 ივლისს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები არიან ქალაქ ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში:ნიკორწმინდა,შოშხა და კვახუთი. თვითიზოლაციაში იმყოფება 95პირი ბინაზე მკურნალობას გადის 36 პიროვნება. სტაციონარში გადაყვანილია 10 პაციენტი. ასევე მოგახსენებთ რომ, გუშინ…

ონში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

დღეს 1 ივლისს, ონში გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი. საკონსულტაციო ცენტრში შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე. ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე.…

Loading

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის…

დღეს,როგორც ცნობილი გახდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე  დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით უზრუნველყოფდა…

გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს, 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, დღეს, 30 ივნისს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 22 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ივლისიდან გაუქმდეს გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. ამასთან, საბჭოში დააზუსტეს, რომ შეზღუდვა აღარ…

28-29 ივნისის კორონავირუსის მონაცემები ამბროლაურში

28 -29 ივნისს , ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; ძირაგეული, ნიკორწმინდა. თვითიზოლაციაში იმყოფება 81პირი, 36 წარმოადგენს აქტიურ შემთხვევას. ბინაზე მკურნალობას გადის 26 პიროვნება. სტაციონარში გადაყვანილია 10…

,,როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის. როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან უქმდება ღამის საათებში -…

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 678 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში…

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 1 დოლარი ხვალ 3.1489 ლარი ეღირება, დღეს კი მისი ღირებულება 3.1470-ს შეადგენს. 1 ევროს ფასი ხვალ 3.7601 ლარამდე აიწევს, დღეს მისი ღირებულება 3.7591 ლარია. დოლართან…