ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ცესკოს შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და დეტალები განმარტა. როგორც ცნობილია, ცესკოს შედეგების ვებგვერდზე იტვირთება როგორც ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი კენჭისყრის შედეგების…
სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” აცხადებს…
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს დაფუძნდა და უკვე 14 წელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნავს. გუნდის მიზანია მოსახლეობას უკეთ გავაცნონ ნატო და ევროკავშირი, ასევე, მოიპოვონ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერა…
სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება
შსს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალი საკანონმდებლო პაკეტი 5 სექტემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. ცვლილებების მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული ჯარიმა მკაცრდება - მძღოლი მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბების შემთხვევაში 150…
დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების…
დამუქებული მინებისა ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება - სანქციის სახედ 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა შემოდის. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში, ჯარიმია 1 000 ლარამდე გაიზრდება. ხოლო, ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო…
ევროპის ქალაქები უნიკალურია – ჯანმოს ახალი ანგარიში ცხადყოფს,…
ჯანმოს ევროპის რეგიონში, სხვა რეგიონებთან შედარებით, ნაკლები მეგა ქალაქია. ჩვენი რეგიონის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს შედარებით მცირე ზომის ქალაქებში, სადაც ნახევარ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ეს ევროპას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გახადოს ქალაქის ცხოვრება უფრო ჯანსაღი, ნათქვამია ახალ მოხსენებაში, რომელიც მომზადებულია ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის მიერ, Gehl-ის დიზაინის სააგენტოსთან თანამშრომლობით. ანგარიში „ურბანული დიზაინი ჯანმრთელობისთვის: ინსპირაცია ურბანული დიზაინის გამოსაყენებლად ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისათვის ჯანმოს ევროპის რეგიონში“ გამოქვეყნდა 2022 წლის 31 აგვისტოს, HEPA (ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფიზიკური აქტივობა) მე-11 კონფერენციის გახსნის სესიაზე, ნიცაში, საფრანგეთი. ჯანსაღი არჩევანი ყველაზე ადვილი არჩევანი უნდა იყოს შედარებით მცირე ზომის ქალაქებმა მეტად უნდა გამოიყენონ ურბანული დიზაინის ინსტრუმენტები და ჯანდაცვის ინტერვენციები მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ახალი ანგარიში განიხილავს ინოვაციურ და ეფექტურ გზებს ურბანულ გარემოში ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის. არსებობს ძლიერი კავშირი ურბანულ გარემოსა და არაგადამდებ დაავადებებს შორის, რომლებიც სიკვდილისა და შეზღუდული შესაძლებლობის ძირითადი მიზეზია მთელს მსოფლიოში. ჯანსაღი საკვებსა და აქტიური ცხოვრების წესზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე მთელს მსოფლიოში. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ასწავლონ ადამიანებს საკვების „სწორი“ არჩევანისა და ფიზიკური აქტივობის უპირატესობების შესახებ, ქალაქებს შეუძლიათ განახორციელონ სტრატეგიები, რათა ეს არჩევანი ყველაზე ადვილი გახადონ, გვთავაზობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში. ინსტრუმენტები უფრო ჯანსაღი ქალაქებისთვის „თუ ჩვენ გვსურს ურბანული გარემოს გაუმჯობესება, რათა დავეხმაროთ ადამიანებს იცხოვრონ ჯანსაღად, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის მოსახლეობის საჭიროებები. ეს ჩვენ მოგვცემს მეტ ცოდნას, რათა უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჯანსაღი ჩვევების ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - თქვა დოქტორმა კრემლინ ვიკრამასინჰემ, ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის ხელმძღვანელმა. „მონაცემების შეგროვება და ადგილობრივ თემთან კავშირების დამყარება აუცილებელია ჯანსაღი ურბანული დაგეგმვისთვის“. ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ამ მიზანს სხვადასხვა გზით: მონაცემების შეგროვება იმის შესახებ, თუ როგორ გადაადგილდებიან ადამიანები ქალაქში.ადგილობრივი კვების ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს საკვების უსაფრთხოება.ჯანსაღი პოლიტიკის ეკონომიკური სარგებლის შეფასება.ინსტრუმენტები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, მოქალაქეების პროცესში ჩასართავადმონაცემების ანალიზი ჯანსაღი ურბანული დაგეგმარების მიზნით. მაგალითები რეალური ცხოვრებიდან ბევრმა ქალაქმა უკვე გადადგა…
სინოპტიკოსების პროგნოზით ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწიოს
3 სექტემბრამდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს. სააგენტოს ცნობითვე, არსებული და მოსალოდნელი…
USAID-ის ახალი დირექტორი საქართველოში უფლებამოსილებას შეუდგა
თბილისი— ჯონ პენელი გუშინ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი დირექტორის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ჯონ პენელს USAID-სა და საერთაშორისო განვითარებაში მუშაობის ოცდახუთწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს, 2019 წლიდან 2022 წლამდე ის იყო USAID-ის დირექტორი ლიბიაში. 2015-19 წლებში…
ამბროლაური გემო-ფესტს მასპინძლობს
დღეს 26 აგვისტოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ფესტივალი გემო-ფესტი, ამბროლაურში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ პარკში გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ შეიძინონ და დააგემოვნონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები. ფესტივალზე წარმოდგენილი არის ადგილობრივი…
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8000 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.04 თეთრი შეადგინა.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7793 ლარია. მაშინ როცა დღეს…
აქსელერაციის პროგრამა – საინფორმაციო შეხვედრა ამბროლაურში
სტარტაპ ბიურო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს აქსელერაციის პროგრამას ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებს სოფლის მეურნეობა, აგროინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები და ვინც ცხოვრობს ან წარმომავლობით არის შემდეგი რეგიონებიდან:- აჭარა- გურია- იმერეთი- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი- სამეგრელო-ზემო…
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა,…
საქართველოს პარლამენტი და ჯანდაცვის ორგანოები, საერთაშორისო დონორები და განვითარების სფეროს პარტნიორები, ჯანდაცვის ექსპერტები, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს დაინტერესებულ მხარეთა ფორუმზე შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები და გამოწვევები, ასევე, არაგადამდებ დაავადებათა (NCD) საინვესტიციო პაკეტის და ეროვნული სტრატეგიისა და ფიზიკური აქტივობის სამოქმედო გეგმის პროექტები. ფორუმი, ისევე როგორც ზემოაღნიშნული დოკუმენტების შემუშავება, შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით. ყოველწლიურად საქართველოს არაგადამდები დაავადებების მხოლოდ ოთხი ჯგუფის გამო 3,000,000,000 ლარის ეკონომიკური ტვირთი აწევს. არაგადამდები დაავადებების (NCD) საინვესტიციო პაკეტი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტთა მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა მოამზადა, საქართველოში არსებულ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის მიზნით პოტენციური ინტერვენციების ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზია. დოკუმენტში აღწერილია არაგადამდები დაავადებების ამჟამინდელი ეკონომიკური ტვირთი, განსაზღვრულია პრიორიტეტული სფეროები, რომელშიც საჭიროა ღონისძიებების განხორციელება, შეფასებულია ამ ქმედებების და ჩადებული ინვესტიციისგან მიღებული სარგებელი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინვესტიციებს არაგადამდებ დაავადებებში, მოაქვს გაცილებით დიდი სარგებელი ეკონომიკური, ჯანმრთელობის და სოციალური კუთხით. ქვეყანაში, უკანასკნელ პერიოდში, ურბანიზაციის პროცესების გაძლიერება, კერძო მანქანებისა და მოტორიზებული ტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება დადებით ეფექტთან ერთად ასევე უკავშირდება ფიზიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობის შემცირებას. მწვანე სივრცეების არასაკმარისი რაოდენობა და ფართობი ქალაქებში, სკოლებში ფიზიკური აქტივობის და სპორტის გაკვეთილების ინფრასტრუქტურული თუ სხვა პრობლემები, ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობა და მრავალი სხვა პრობლემა ასევე ხელს უწყობს ამ ტენდენციას. ამ მიზეზით, ფიზიკური აქტივობის სფეროში ყოვლისმომცველი პოლიტიკის საჭიროება იზრდება. ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც დღეს განიხილეს, მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისათვის. „COVID-19 პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. თუმცა, ახლა კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს მხარდაჭერა და მთავრობას ვეხმარებით შექმნან და დაამტკიცონ ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგია. რაც შეეხება არაგადამდებ დაავადებებს, ამ კუთხითაც არაერთ ინიციატივას დავუჭირეთ მხარი, მათ შორის, არაგადამდები დაავადებების საინვესტიციო პაკეტის შექმნა და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება,“ - განაცხადა კატალინ გერმანმა, პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. „ბოლო წლების განმავლობაში საქართველო თამაშობდა წამყვან როლს რეგიონში თამბაქოს კონტროლის მძლავრი პოლიტიკის განხორციელებაში და ამან შეუწყო ხელი ზოგიერთი არაგადამდები დაავადების შემთხვევათა შემცირებას“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ, WHO-ს წარმომადგენელმა საქართველოში - „ახლა დადგა დრო მოვაგვაროთ არაგადამდები დაავადებების პრობლემა უფრო ყოვლისმომცველი მიდგომით, ყურადღება მივაქციოთ ისეთ მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა არაჯანსაღი კვება და ფიზიკური უმოქმედობა, და განვიხილოთ ყველაზე ეფექტური პოლიტიკის ინტერვენციები მათ დასაძლევად. დღევანდელი ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა ღია დიალოგისთვის ქვეყნის დონეზე შეგროვებულ უახლეს მტკიცებულებებზე და შემოთავაზებულ საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიებზე დაყრდნობით, რომლებიც შემუშავებულია საქართველოს მიერ ჯანმო-ს და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით.“ „წინაპართა მიერ დაგროვილი ცოდნა, დაშვებულ შეცდომათა მეცნიერული ანალიზი, თანამედროვე საერთაშორისო, წარმატებული გამოცდილების გაზიარება, არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაყრდნობილი პროფესიული კამათი, მუდმივი დიალოგი, უწყვეტი განათლებისა და სრულყოფის ერთიანობა, ზეპოლიტიკური მსახურება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სფეროში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების უმნიშვნელოვანესი გზაა. არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ სწორედ აღნიშნულთა ერთიანობა წარმოადგენს ჩვენს მიზანს, რომლის განხორციელებისთვის ჯანმოსა და ევროკავშირის თანადგომას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ. ფორუმის მიზანი იყო მაღალი დონის დიალოგის დაწყება, გადაწყვეტილების მიმღებთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის; ასევე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქმედებათა განხორციელების, საკმარისი ადამიანური რესურსებისა და ადეკვატური და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ფორუმის მიზანი იყო მსგავსი მხარდაჭერის მიღება და დიალოგის წამოწყება ქვეყანაში ფიზიკური აქტივობის ეროვნული პოლიტიკის შექმნისა და დანერგვისათვის.