/სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” აცხადებს კონკურსს სტაჟირებაზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში

სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” აცხადებს კონკურსს სტაჟირებაზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში

Spread the love

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს დაფუძნდა და უკვე 14 წელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნავს.  გუნდის მიზანია მოსახლეობას უკეთ გავაცნონ ნატო და ევროკავშირი, ასევე, მოიპოვონ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს პროექტს „ინფორმირებული და მედეგი საზოგადოების ჩამოყალიბება.“ პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება და განმტკიცება, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამცხე-ჯავახეთის, ქვემო-ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის რეგიონულ წარმომადგენლობებში.
წარმატებულ აპლიკანტებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა ერთი მხრივ გაიღრმავონ ცოდნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, დასაქმდნენ ცენტრის რეგიონულ წარმომადგენლობებში და მომავალი კარიერული ზრდისთვის დააგროვონ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება და მეორე მხრივ, ხელი შეუწყონ საინფორმაციო ცენტრსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის კავშირების განმტკიცებას.

• ხანგრძლივობა: 3 თვე;
• სამუშაო საათები: სრული განაკვეთი;
• ანაზღაურება: 200 USD (GROSS) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;
• ადგილების რაოდენობა: 14 (თითო რეგიონში ორი სტაჟიორი, დეკემბერი-თებერვალი,
მარტი-მაისი)

განაცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა (https://we.tl/t-FX17vgfjHa) და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infocenter@mfa.gov.ge 2022 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას “subject line”-ში მიუთითოთ რეგიონის დასახელება, სადაც გსურთ სტაჟირების გავლა.

კონკურსის ეტაპები:

• განცხადების გადარჩევა
• გასაუბრება
• წერითი დავალება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საკონტაქტო პირი: მაია სვინტრაძე 599220084.

ჩაერთო იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რასაც ქვეყანა გადის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

შემოიტანე განაცხადი 1⃣1⃣ სექტემბრის ჩათვლით.

🔗https://bit.ly/3pXhO12

🔗https://bit.ly/3e6Nqih

🔗https://bit.ly/3PYMPfS


Spread the love