საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა,…

საქართველოს პარლამენტი და ჯანდაცვის ორგანოები, საერთაშორისო დონორები და განვითარების სფეროს პარტნიორები, ჯანდაცვის ექსპერტები, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს დაინტერესებულ მხარეთა ფორუმზე შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები და გამოწვევები, ასევე, არაგადამდებ დაავადებათა (NCD) საინვესტიციო პაკეტის  და ეროვნული სტრატეგიისა და ფიზიკური აქტივობის სამოქმედო გეგმის პროექტები. ფორუმი, ისევე როგორც ზემოაღნიშნული დოკუმენტების შემუშავება, შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით. ყოველწლიურად საქართველოს არაგადამდები დაავადებების მხოლოდ ოთხი ჯგუფის გამო 3,000,000,000 ლარის ეკონომიკური ტვირთი აწევს. არაგადამდები დაავადებების (NCD) საინვესტიციო პაკეტი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტთა მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა მოამზადა, საქართველოში არსებულ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის მიზნით პოტენციური ინტერვენციების ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზია. დოკუმენტში აღწერილია არაგადამდები დაავადებების ამჟამინდელი ეკონომიკური ტვირთი, განსაზღვრულია პრიორიტეტული სფეროები, რომელშიც საჭიროა ღონისძიებების განხორციელება, შეფასებულია ამ ქმედებების და ჩადებული ინვესტიციისგან მიღებული სარგებელი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინვესტიციებს არაგადამდებ დაავადებებში, მოაქვს გაცილებით დიდი სარგებელი ეკონომიკური, ჯანმრთელობის და სოციალური კუთხით. ქვეყანაში, უკანასკნელ პერიოდში, ურბანიზაციის პროცესების გაძლიერება, კერძო მანქანებისა და მოტორიზებული ტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება დადებით ეფექტთან ერთად ასევე უკავშირდება ფიზიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობის შემცირებას. მწვანე სივრცეების არასაკმარისი რაოდენობა და ფართობი ქალაქებში, სკოლებში ფიზიკური აქტივობის და სპორტის გაკვეთილების ინფრასტრუქტურული თუ სხვა პრობლემები, ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობა და მრავალი სხვა პრობლემა ასევე ხელს უწყობს ამ ტენდენციას. ამ მიზეზით, ფიზიკური აქტივობის სფეროში ყოვლისმომცველი პოლიტიკის საჭიროება იზრდება. ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც დღეს განიხილეს, მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისათვის. „COVID-19 პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. თუმცა, ახლა კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს მხარდაჭერა და მთავრობას ვეხმარებით შექმნან და დაამტკიცონ ჯანმრთელობის ეროვნული  სტრატეგია. რაც შეეხება არაგადამდებ დაავადებებს, ამ კუთხითაც არაერთ ინიციატივას დავუჭირეთ მხარი, მათ შორის, არაგადამდები დაავადებების საინვესტიციო პაკეტის შექმნა და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება,“ - განაცხადა კატალინ  გერმანმა, პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. „ბოლო წლების განმავლობაში საქართველო თამაშობდა წამყვან როლს რეგიონში თამბაქოს კონტროლის მძლავრი პოლიტიკის განხორციელებაში და ამან შეუწყო ხელი ზოგიერთი არაგადამდები დაავადების შემთხვევათა შემცირებას“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ, WHO-ს წარმომადგენელმა საქართველოში - „ახლა დადგა დრო მოვაგვაროთ არაგადამდები დაავადებების პრობლემა უფრო ყოვლისმომცველი მიდგომით, ყურადღება მივაქციოთ ისეთ მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა არაჯანსაღი კვება და ფიზიკური უმოქმედობა, და განვიხილოთ ყველაზე ეფექტური პოლიტიკის ინტერვენციები მათ დასაძლევად. დღევანდელი ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა ღია დიალოგისთვის ქვეყნის დონეზე შეგროვებულ უახლეს მტკიცებულებებზე და შემოთავაზებულ საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიებზე დაყრდნობით, რომლებიც შემუშავებულია საქართველოს მიერ ჯანმო-ს და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით.“ „წინაპართა მიერ დაგროვილი ცოდნა, დაშვებულ შეცდომათა მეცნიერული ანალიზი, თანამედროვე საერთაშორისო, წარმატებული გამოცდილების გაზიარება, არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაყრდნობილი პროფესიული კამათი, მუდმივი დიალოგი, უწყვეტი განათლებისა და სრულყოფის ერთიანობა, ზეპოლიტიკური მსახურება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სფეროში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების უმნიშვნელოვანესი გზაა. არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ სწორედ აღნიშნულთა ერთიანობა წარმოადგენს ჩვენს მიზანს, რომლის განხორციელებისთვის ჯანმოსა და ევროკავშირის თანადგომას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ. ფორუმის მიზანი იყო მაღალი დონის დიალოგის დაწყება, გადაწყვეტილების მიმღებთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის; ასევე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქმედებათა განხორციელების, საკმარისი ადამიანური რესურსებისა და ადეკვატური და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ფორუმის მიზანი იყო მსგავსი მხარდაჭერის მიღება და დიალოგის წამოწყება ქვეყანაში ფიზიკური აქტივობის ეროვნული პოლიტიკის შექმნისა და დანერგვისათვის.

ტრანსკავკასიური ბილიკის მოხალისეობრივი პროგრამა – TCT 2022

ტრანსკავკასიური ბილიკი (TCT) პირველი გრძელმანძილიანი ბილიკთა ქსელია რეგიონში, რომელიც ორი საფეხმავლო დერეფნით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებულ ეროვნულ პარკებსა და სალაშქრო ბილიკებს დააკავშირებს. პროექტი გრძელვადიანია და საქართველოში 2016 წლიდან მოქმედებს.➡️დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: https://transcaucasiantrail.org/en/home/ ჩვენი საქმიანობის…

ჯანმო: გადაუდებელი ცვლილებებია საჭირო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიატრიული…

2019 წელს, თითქმის ერთი მილიარდი ადამიანი, მათ შორის მოზარდთა 14%, ცხოვრობდა ფსიქიკური დარღვევით.დღესდღეობით, ყოველი 100 სიკვდილიდან 1 სიკვდილი სუიციდია. თვითმკვლელობათა 58% ხდება 50 წლამდე.ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე ადამიანები, საშუალოდ 10-20 წლით ნაკლებს ცხოვრობენ, რისი მიზეზიც ძირითადად პრევენცირებადი ფიზიკური დაავადებებია.ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობა და ბულინგი დეპრესიის მთავარ მიზეზებს შორისაა.სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციები, ომი და…

შიდა ფრენების სიხშირის გაზრდა იგეგმება

I კვარტალის მონაცემებით, მესტიის აეროპორტში 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 13%-ით არის გაზრდილი. ამბროლაურის აეროპორტი 2021 წლის პირველ კვარტალში 2019 წელთან შედარებით 43%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო ნატახტარის აეროპორტით, 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით 17%-ით…

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადება 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით

26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ნაცვლად 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00 სთ-დან 06:00 საათებისა, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა…

“ 300 ლარიანი ვაჩუერების გაცემა დაიწყო” – ნახეთ…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა. ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხოთ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.არსებული ინფორმაციით აგრობარათების გამოყენება და „ლიბერთი ბანკიდან“ გაცემა 10…

განათლების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებზე ახალ რეგულაციებს აამოქმედებ

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიების მოწყობის უფლება ექნებათ, ქალაქიდან ღამისთევით გასვლა კი იკრძალება. ასევე, მანძილი სკოლიდან მოსანახულებელ ადგილამდე 150 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ…

სიმსუქნე იწვევს კიბოს და უნარშეზღუდულობისა და სიკვდილის ერთ-ერთი…

ევროპის რეგიონში ზრდასრულთა თითქმის 60%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე.სიმსუქნე ზრდის ისეთი არაგადამდები დაავადების რისკს, როგორიცაა: სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მე-2 ტიპის დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.ევროპის რეგიონში ჭარბწონიანობა და სიმსუქნე სიკვდილისა და უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.ევროპის რეგიონში სკოლის…

დღეიდან პირბადის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო…

დღეიდან, პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდათ დარგის ექსპერტებთან, ჯანდაცვის მინისტრთან და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. „ჩვენ…

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ღირებულება ხვალ 3.0530 ლარი იქნება, დღეს მისი ღირებულება 3.0613 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება ევროს, მისი ფასი ხვალ 3.2930-მდე დაიწევს, დღეს მოქმედი…