ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ამბროლაურში, ვაჟა ფშაველას ქუჩა #4-ში ახალ ობიექტს ხსნის, ახალგახსნილი სადგური „ვიგოს“ მეორე ობიექტია რაჭაში, შესაბამისად, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მარშრუტზე მოგზაურებისთვის „ვიგო“ უკვე საიმედო პარტნიორია. უახლოეს პერიოდში „ვიგო“ ორხევში, რუსთავში, კასპში და ახალციხეშიც გაიხსნება.
„ვიგო“ „ვისოლის“ ოჯახის წევრია და ევროპული ხარისხის საწვავს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მომხმარებლებს. „ვიგო“ დღეს 40-მდე ავტოგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი და 2026 წლის ბოლომდე ქსელს 50-ზე მეტი ობიექტით განავითარებს საქართველოს ყველა კუთხეში.
„ფასების მზარდი დინამიკის პირობებში, ჩვენი სტრატეგიული მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტების საწვავი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ — მათ შორის რეგიონებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ვიგოს“ ქსელის განვითარება. კაპიტალური დანახარჯების ოპტიმიზაციის შედეგად შევძელით, შეგვექმნა უფრო ხელმისაწვდომი ფასის მოდელი ისე, რომ საწვავის ხარისხი არ დაგვეთმო. „ვიგო“ „ვისოლის“ 26-წლიანი გამოცდილებისა და ნავთობბაზარზე დაგროვილი ცოდნის გაგრძელებაა და ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანიც მომხმარებლისთვის ხარისხსა და ფასს შორის საუკეთესო ბალანსის შეთავაზებაა. გვინდა, რომ ევროპული ხარისხის საწვავი არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლებისთვისაც თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს“, — აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
„ვიგო“ პატარა ფორმატის ავტოგასამართ სადგურებს ძირითადად ქვეყნის რეგიონებში ავითარებს და 4 სახეობის საწვავს (პრემიუმს, რეგულარს, ევრო დიზელს და დიზელ ენეჯის) სთავაზებს როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს. „ვიგო“ საწვავის ევროპული ხარისხით, ეკონომიური ფასით, გამორჩეული, თანამედროვე ვიზუალით, მომსახურების მაღალი ხარისხით უკვე ძლიერ კომკურენციას უწევს არაბრენდულ და სხვა რეგიონალურ სადგურებს.










