საპრიზო ფონდის საერთო მოცულობამ შეადგინა 4,350 ლარი! კონკურსის ჟიური შედგებოდა, ონის მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის სამ წარმომადგენლისაგან. კონკურსში გაიმარჯვეს შემდეგი იდეების ავტორემბა:
ნათია გიგუაშვილი – ნაგავსაყრელის გაწმენდა იმედა ჩიხრაძე – ღელეს ამოწმენდა ზურაბ ჩიხრაძე – მოცვის პლანაციის და ბილიკის გაწმენდა ოთარ ჩიხრაძე – სასმელი წყლის სისტემის მოწყობა შოთა ჩიხრაძე – ხეხილის ხეივნის გაშენება ომარი მეტრეველი – 200 მეტრიანი ბილიკის გაწმენდა კონკურსის განმახორციელებელი ორგანიზაციები: კონკურსი ჩატარდა დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტო’’, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ტექნიკურ განხორციელებას უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია „გოპა“, ხოლო ადგილზე კოორდინაციას ა(ა)იპ „რაჭა იმერეთის აგრომწარმოებელთა გაერთიანება“