/“აქტიური ახალგაზრდა-ძლიერი მუნიციპალიტეტი“ -რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის ახალი პროექტი

“აქტიური ახალგაზრდა-ძლიერი მუნიციპალიტეტი“ -რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის ახალი პროექტი

Spread the love

მოგესალმებით, სალომე, მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის გაზიარება,  თქვენ აქტიურად მუშაობთ ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საკითხებზე, რომ გაგვიზიაროთ თქვენი საქმიანობის შესახებ

  • მოგესალმებით, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ მინდა საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს მივაწოდო ინფორმაცია. პირველ რიგში მინდა ჩვენი ორგანიზაციის „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის“ შესახებ გიამბოთ, ჩვენი ორგანიზაცია მეორე წელია ფუნქციონირებს, აერთიანებს ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70-მდე ახალგაზრდას ამ ეტაპზე,ო რგანიზაცია საქმიანობს 4 ძირითადი მიმართულებით: განათლება, ახალგაზრდობა; კულტურა, სპორტი;  ტურიზმი და ინფრასტრუქტურა , გარემოს დაცვა.  ასამბლეა მიზნად ისახავს ონისა და ამბროლაურის მუნიციპლაიტეტების განვითარების ხელშეწყობასა და მხარდაჭერას, მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას.

რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის მიმართ,  ჩვენს მუნიციპალიტეტებში მაღალი ინტერესია ახალგაზრდების მხრიდან და არამარტო, თქვენ ხართ პირველი ახალგაზრდული ორგანიზაცია და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებთ. კონკრეტულად მიმდინარე პროექტზე რომ გვესაუბროთ

  • სიამოვნებით, სწორად აღნიშნეთ, ჩვენი ორგანიზაციული საქმიანობა არის მოხალისეობრივი, შესაბამისად იმისთვის რომ ახალგაზრდებს შევთავაზოთ გარკვეული აქტივობები, გვჭირდება მხარდაჭერა, ამიტომ  დაარსების დღიდან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ჩვენი ორგანიზაციაც დაფუძნდა  „ახალგაზრდობის სააგენტოს“  ერთ-ერთი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირისგან ფინანსდებოდა.

გვქონდა თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან,ჩეხეთის კარიტასთან  ფიფლ ინ ნიდთან, ამჟამად იწყებს ჩვენი ორგანიზაცია სლოვაკის საელჩოსთან და ჩვენი მიმდინარე პროექტი ევროპის ფონდში, რომელსაც პროექტის გუნდი, მე როგორც პროექტის დირექტორი და ორგანიზაციის ახალგაზრდობისა და სპორტის კოორდინატორი და სალომე აბუთიძე, როგორც განათლებისა და კულტურის მიმართ კოორდინატორი ვახორციელებთ, ჩვენი ორგანიზაციის პრეზიდენტისა და  წევრების მხარდაჭერით.

ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტზე რომ  გვიამბოთ, უფრო დეტალურად

  • ახლა, ვახორციელებთ პროექტს, რომელიც დაფინანსდა შვედეთის განვითარების სააგენტოს (DANIDA) სახსრებიდან, ევროპის ფონდის მიერ, პროექტის სახელწოდებაა “აქტიური ახალგაზრდა-ძლიერი მუნიციპალიტეტი“, პროექტის მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პროგრამების მონიტორინგის და ჩართულობის მექანიზმის გაუმჯობესება, ადვოკატირების გზით.

უფრო კონკრეტულად, პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2022 წლის ახალგაზრდული პროგრამების მონიტორინგისა და საჭიროებების კვლევის შედეგად, ჩართულობის მექანიზმის გაუმჯობესებას, ახალგაზრდებისგან შემდგარი სამიზნე ჯგუფის ფორმირებით, მათი უნარების განვითარებით მომავალი წლის ბიუჯეტში ასახულ იქნას გამოვლენილი საჭიროებები ადვოკატირების გზით.

რა იქნება ის ხელშესახები შედეგი, რის მიღწევასაც გეგმავთ პროექტის ფარგლებში?

-პროექტის განხორციელების მთავარი შედეგი არის ახალგაზრდების ჩართულობისა და მონიტორინგის ახალი მექანიზმი, რომელიც უზურნველყოფს ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე, მონიტორინგის განხორციელებას ახალგაზრდული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების დროს. პროექტის კონკრეტული შედეგი ასევე იქნება, ახალგაზრდების ჩართულობით, საჭიროებების კვლევის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები. თითოეული თემატური ჯგუფი შეიმუშავებს სამ რეკომენდაციას, რომელიც წარდგენილი იქნება საჯარო უკუკავშირისთვის.

აღნიშნული პროექტის შედეგად,  გაიზრდება ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდები განავითარებენ უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა სამოქალაქო აქტივიზმისთვის. შედეგად, ძლიერი ახალგაზრდები თავის მხრივ გავლენას მოახდენენ ადგილობრივი თვითმართველობის განვითარებასა და გაძლიერებაზე.

განხორციელების ეტაპზე ხართ, როგორც აღნიშნეთ, როგორ მიმდინარეობს პროექტი

– პირველი თვის აქტივობები უკვე განვახორციელეთ, რომელიც გულისხმობდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას და  აგრეთვე, სამიზნე ჯგუფის ფორმირებას, კვლევის მონაცემების დამუშავების ეტაპზე ვართ და პარალელურად, შემიძლია გითხრათ რომ  სამიზნე ჯგუფი, რომლის ფორმირებაც მოხდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა თემის ადგილზე ვიზიტის დროს, შედგება განსაკუთრებით აქტიური, მოტივირებული 19 ახალგაზრდისგან, რომლებიც მომართული არიან დაიწყონ მუშაობა სამუშაო ჯგუფებში და ერთობლივად იმუშაონ საკუთარ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პროექტი იქნება სამაგალითო და ის შედეგები რომელსაც ყველა ერთად დავინახავთ, იქნება ამ ახალგაზრდების გაერთიანება, გააქტიურება, საკუთარ საჭიროებებზე ზრუნვა და უკვე მათ მიერვე გამოვლენილი საჭიროებების ადვოკატირება მუნიციპალიტეტთან, რომელიც ღიაა ჩვენი წინა თანამშრომლობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალგაზრდული ინიციატივების მიმართ.

 წარმატებებს გისურვებთ!

– დიდი მადლობა, წარმატება და მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.


Spread the love